საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურები საბჭოთა რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ

                            ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი

   ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახხუროს მთელი თავისი ძალღონით და უნდა იფიქროს თანამოძმეთა სარგებლობაზე.რამედენადაც იქნება მისი შრომა,იმდენად სასარგებლო იქნება თავისი სამშობლოსათვის.
  საქართველოს ბევრი პატრიოტი აღუზრდია.მათ როცხვშია ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომ იგი უდავოდ ნამდვილი,ჯეშმარიტი პატრიოტია ამას ცხადად ვხედავთ მისი მოღვაწეობიდან.ალბად ყველამ ვიცით მისი ღვაწლი, მაგრამ ერთხელ კიდევ თვალი გადავავლოთ და გავიხსენოთ.
   საბჯოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია თანათანობით ქვეყნის ანექსიაში გადაიზარდა.ეს უპირველეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით და ქართული მიწების ,,გაჩუქებით” გამოიხატა. ოკუპირებული და ანექსირებული ქვეყნის ხალხს ისღა დარჩენოდათ,რომ იარაღით ხელში აღმგარიყვნენ თავისი სუვერენიტეტისა და მიწა-წყლის დასაცავად.
    ქართველი ხალხის ეროვნულ- განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ფართო ხასიათი მიიღო.ის ჩამოყალიბდა ზუსტად იმ დღიდან,როდესაც მოხდა მისი ძალდატანებითი გასაბჭოება.უფრო ზუსტად რომ ვთქვათ 1921წლის თებერვალ-მარტის ეროვნულ--განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
      ანტისაბჭოთა აჯანყების დროშა თავდაპირველად თავისუფლების მოყვარე სვანებმა ააფიალეს.სათავეში იდგენ მოსოსტრ დადიშქელიანი,ნესტორ გარდაფხაძე,ბიძინა პირველი და სხვები.აჯანყებულებმა მოახერხეს იმდენი,რომ სვანეთში შეჭრილი წითელი არმიის ნაწილებიი განაიარაღეს და გარეკეს.ეს აჯანყება ექვს
თვეს გაგრძელდა,მაგრამ სამწუხაროდ,მას სხვა რეგიონებმა მხარი ვერ აუბეს.ამის გამო წითელმა არმიამ მთელი სვანეთის იზოლაცია მოახდინა და აჯანყება თანდათანობით ჩაცხრა.ანტისაბჭოთა მოძრაობა მალე მთელ საქართველოს მოედო.თითქმის ყველა რეგიონში  იქმნებოდა პარტიზანული რაზმები.მარტო აღმოსავლეთ საქართველოში ათამდე რაზმი ჩამოყალიბდა.ისინი თავდაპირველად პარტიული ნიშნით იქმნებოდა.ამიტომ მათი მოქმედების კოორდინაცია ვერ ხერხდებოდა.
   1921 წლის 11თებერვალს,რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართვეოს საზღვრები სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან.ამავე დღეებში ბათუმს თურქეთის ქემალისტურმა  მთავრობამაც შეუტია და ასე ორი მხრიდან გარშემოტყმულ საქართველოს ორ ფრონტზე მოუხდა ბრძოლა.1921 წლის 25 თებერვალს თბილისი დატოვეს საქართველოს ჯარებმა და ორი დღის შემდეგ,თავისულების მოედანზე გაიმართა წითელი ჯარების ალღუმი და თბილისის თავზე წითელი დროშა
აფრიალდა.საქართველომ დაკარგა  დამოუკიდებლობა.დარჩა მხოლოდ ერთი გამოსავალი:მოეწყოთ სახალხო აჯანყება.ამ დიდ მამულიშვილურ საქმეს სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი,რომელსაც პარტიზანულ ბრძოლისკენ  გზა ქართველმა გენერალმა კონსტანტინე (კოტე)აფხაზმა დაულოცა.
    ჩოლოყაშვილების საგვარეულო იმ  დიდი თავადაზნაურების რიგს განეკუთვნება,რომლებმაც  თავისი საქმიანურების რიგს განეკუთვნება,რომლებმაც თავისი საქმიანობით ისტორიაში სამარადისო ადგილი დაიმკვიდრეს.გავიხსენოთ ნიკიფორე ირბახი,იგივე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი -პოლიტიკური მოღვაწე,დიპლომატი,პირველი ქართული წიგნის(ნაბეჭდი)ავტორი.გავიხსენოთ დიდებული ბიძინა ჩოლოყაშვლი,რომელმაც შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებთან ,საკუთარი  სიცოცხლის ფასად 1659 წელს კახეთი,ირანის სახანოდ გადაქცევას გადაარჩინა.
   ჩოლოყაშვილების გვარი ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა საქართველოს საგვარეულოსთან-ბაგრატიონებთან.თვით ერეკლე  II-სა და გიორგი- XII-თან.ცნობილია, რომ მეფე გიორგი-XII-ის ვაჟს, ბაგრატს ცოლად შეურთავს დურმიშხან ჩოლოყაშვილის ასული ეკატერინე.სწორედ ამ გვარის წარმომადგენელი და უშუალოდ, პირდაპირი შთამომავალი ბიძინა ჩოლოყაშვილის იყო XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაძღოლი-ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. ძნელია აღიზარდო ასეთი გმირების ფესვებზე და შენ არ იყო გმირული სულისკვეთებით აღსავსე. ჩემი აზრით, ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს ის გარემო ფაქტორები სადაც იზრდება.
იგი დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს, კახეთის რაიონის, სოფელ მატანში.მისი მშობლები იყვნენ დარია და იოსებ ჩოლოყაშვილები. საშუალო სკოლის განათლება თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. შემდეგ სწავლა გააგრძელა რუსეთში, ტვერის დრაგუნთა პოლკში, საიდანაც ოფიცრის წოდებით დაბრუნდა სამშობლოში.აი, ბედის ირონიაც ამას ჰქვია. სამხედრო საქმეს რუსეთში ეზიარა, აქ  იბრძოდა ავსტრიის წინააღმდეგ, სადაც ორჯერ, ძალიან მძიმედ დაიჭრა. ამ გმირობის გამო იგი რუსეთმა ოქროს ხმარ-ხანჯლით დაასაჩუქრა და საქმე უკან შეუბრუნდათ. საკუთარი აღზრდილი მათ წინააღმდეგ გამოსვლებს ორგანიზირებას უწევდა და მათ ჯარებს პარტიზანულ ბრძოლებს უმართავდა. ზოგს, რომ მართლაც ძალიან არ უმართლებს.
  1913 წელს ცოლად შეირთო ნინო, ილიას ასული მეღვინეთუხუცესი, რომლისგანაც ორი ქალიშვილი თამარი(ციცნა) და ქეთევანი შეეძინა. ციცნა 1988 წელს გარდაიცვალა, ქეთევანი კი ჯერ ცოცხალია და თავს მხნედ გრძნობს. თანამედროვენი ერთსულოვნად ახასიათებს ქაიხოსროს შემდეგნაირად: ,,იგი იყო განსახიერება ქართველი რაინდისა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დინჯი, დარბაისელი და უაღრესად კეთილი გულის პატრონი. ისეთი თვისებით იყო დაჯილდოებული, ათას კაცში რომ აგერიათ, სრულიად უცნობი ადამიანიც კი მიაქცევდა ყურადღებას. ის ძალიან უყვარდათ ჯარისკაცებს და მათი საერთო პატივისცემით სარგებლობდა. როგორი მხდალიც არ უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში. უდავოდ მხედრად იყო დაბადებული.”
     1921 წლის თებერვალში, როდესაც თბილისი დატოვა საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ, ხოლო ქართულმა ჯარმა დაშლა დაიწყო, ამ დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართველ გენერალ  დ.ჭავჭავაძესთან ერთად სამეგრელოში იმყოფებოდა და ცხენოსან ნაწილებს აყალიბებდა. ამ დროს ნოე ჟორდანია იტალიური გემით ბათუმიდან გაემგზავრა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯერ თბილისში, შემდეგ კი კახეთში ჩავიდა, სადაც შეადგინა მცირე ჟგუფი ,,საქართველოს შეფიცულები.” 1922 წელს იგი თავის შეფიცულებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გადავიდა. პირველი ექვსი კაცი, რომლებიც მას თან ახლდნენ იყვნენ: მ. ბლიაშვილი, ვ. თამაზიშვილი, ს. ლოსაბერიძე, მ. ნაცვლიშვილი, ს. ჩითინაშვილი და ქიზიყელი ბიჭი ქარუმა.
      პირველი შეტაკება 1922 წელს ქ. სიღნაღთან მოუხდათ. პარტიზანული ბრძოლის ხასიათი ქაქუცას ნებას არ აძლევდა თავისი რაზმი, სრული შემადგენლობით თან  ჰყოლოდა, მას ხშირად უხდებოდა ადგილის შეცვლა. 1922 წელს ხევსურეთის აჯანყება წარუმატებლად დასრულდა. შემდეგ, მთავარი ამბოხება, რომელშიც მონაწილეობა დასავლეთ საქართველოსაც უნდა მიეღო, 1924 წლის 17 აგვისტოსათვის დაინიშნა, მაგრამ შემდგომში ეს თარიღი 29 აგვისტოსათვის გადაიდო. ჩემი აზრით ეს ცვლილება გამოწვეული იყო იმით, რომ ქაქუცამ კარგად დაინახა, მცირე რაზმებით ამბოხების უაზრობა. არ შეეძლო ათ-კაციან რაზმს ასეულისათვის წინააღმდეგობის გაწევა. ნაცვლად 29 აგვისტოსი, აჯანყება ჭიათურაში 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც არეულობა და გაუგებრობა გამოიწვია. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა იგრძნო, რომ ამბოხება განწირული იყო, თუმცა მაინც სცადა მისი გაგრძელება. ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 1924 წელს მათ საქართველო ქვემო ქართლის მხრიდან დატოვეს. ქ. ჩოლოყაშვილის ერთ-ერთმა შეფიცულმა ალ. სულხანიშვილმა თან ქართული მიწა მიიღო. მის გარდა საქართველო დატოვეს:

1.ელიზბარ ვაჩნაძემ;                                             14.ვასილ მარჯანიშვილმა;
2. რაფიელ ერისთავმა;                                          15. ალექსი ფეიქრიშვილმა;
3. ალექსანდერე ბადურაშვილმა;                        16. სიმონ ალიმბარაშვილმა;
4. სერგო მაისურაძემ;                                             17. შალვა ჯავრიშვილმა;
5. ილია ქარუმაძემ;                                                 18. ლევან ჯავრიშვილმა;
6. ალექსანდრე ცხვედაძემ;                                    19. შალვა ამირეჯიბმა;
7. გოლი პავლიაშვილმა;                                         20. ელიზბარ მაყაშვილი;
8. მერაბ ჯორჯაძემ;                                                 21. ჯონდი დადიანმა;
9. შალვა ნებიერიძემ;                                              22. სარდიონ კუჭავამ;
10. ლელო ჩიქოვანმა;                                              23. თომა ბექაურმა;
11. მიხეილ ლაშქარაშვილმა;                                24. ელექსანდრე სულხანიშვილმა;
12. დავით რევაზიშვილმა;                                  25. ალექსანდრე კარგარეთელმა;
13. გაბო ბერბიჭაშვილმა;      





ისინი ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საბერძნეთიდან საფრანგეთში ჩავიდნენ. ქაქუცას არ უნდოდა შეფიცულების დაქსაქსვა და ამიტომ იქირავა სახლი, პარიზის მახლობლად ვიროფლეიში და იქ დასახლდნენ ყველანი.
        ვერ შეძლო უცხო მიწაზე სიცოცხლე ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. აქ დაეწყო ავადმყოფობა, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გაეხსნა ძველი ჭრილობა, რომელიც ავსტრია-რუსეთის ომის დროს მიიღო. ჭრილობაში გაუჩნდა ორი იარა. მის გასასინჯად მივიდა ქართველი ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. როდესაც ექიმი ალ. სულხანიშვილთან ერთად შევიდა ოთახში მან საბოლოოდ ამოილაპარაკა და სული განუტევა. დაკრძალული იქნა სენტ-უანის სასაფლაოზე. შემდეგ კი გადაასვენეს ლევილის სასაფლაოზე. მის შესახებ მრავალი ლექსი და სიმღერა დაიწერა. განსაკუთრებით, პოპულარობით სარგებლობს მიხა ხელაშვილის ლექსები. მაგ:
        ,,... ქაქუცა ჩოლოყაშვილი
         მოჰქრონდეს როგორც ქარია,
        თან ახლავს ქართველთ შვილები,
        თითო ლომების დარია...”
        ან ხალხური ლექსი:
        ,, რა ვუყოთ ირაკლი აგარ გვყავს,
         სხვა ხომა მისი ბადალი
         ქაქუცაც მისი სიყმეა,
         იმისი ჩამომავალი...”
   2003 წლის ნოემბერში ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი თბილისში ჩამოასვენეს და მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ხოლო პარიზის, ლევილის სასაფლაოზე გააკეთეს წარწერა, რომელიც იუწყება, რომ გადასვენებულია საქართველოში.
   1990 წელს 60 წლიანი ლტოლვილობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის უკანასკნელი შეფიცული ალექსანდრე სულანიშვილი. ეს ის ადამიანია, რომელმაც ემიგრაციაში წასვლის დროს თან წაიღო ქართული მიწა.მოხუცებული სულხანიშვილი გაცნობის პირველი დღიდანვე მიენდო ბ.-ნ პაატა ნაცვლიშვილის და გადასცა ქაიხოსრო ჩოლოაშვილის ის ოქროს ხმარ-ხანჯალი, რომელიც რუსეთში აჩუქეს ქაიხოსროს, დამსახურებისათვის. დღეს ეს ხმალ-ხანჯალი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. რაც შეეხება მიწას, იგი გამოსაკვლევად გადასცეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგეს ბ-ნ თენგიზ ურუშაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მიწა სრულიად სუფთა იყო და არ შეიცავდა არანაირ რადიაციურ ნივთიერებას.
    გარდა ლიტერატურული მასალისა, ჩვენ ვესაუბრეთ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს თანამებრძოლის კონსტანტინე ჩოლოყაშვილის შვილს, ბატონ კონსტანტინე კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილს, რომელმაც გვიამბო: ,, როდესაც მე დავიბადე, დამარქვეს დავითი, მაგრამ ჩემს დაბადებამდე ორი დღით ადრე დაუხვრეტიათ მამაჩემი და ამის გაგების შემდეგ დამარქვეს კონსტანტინე.იმ პერიოდში დიდ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა ჩვენი გვარი. პატარაობიდანვე გვაფრთხილებდნენ გვარს უნდა გვეპასუხა ჩერქეზიშვილები ვართო, თუ კარგი დეიდა-ბიძია ხართ მაიშინ ვართ ჩოლოყაშვილებიო.”
     აი, ასეთი იყო ქართველი გმირის ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მოღვაწეობის ეკალ-ბარდიანი გზა. ,,არწივმა მხრები დაუშვა, მძიმედ დახუჭა თვალია, აღრ გვყავს ჩოლოყაშვილი, სტირის და გლოვობს ერია...”
                                                                                 ხალხური         













                                





 გამოყენებული ლიტერატურა:    
1.ფ.ლომაშვილი-10-ე კლსისისტორიის სახელმძღვანელო,,ისტორია 1801-2003”
გამომცემლობა
გვ.62
2.პ.ნაცვლიშვილი-,,საქართველოს მიწა”
გამომცემლობა:1990წ
გვ.3-5
3.ჩოხოსან რაინდთა დასი-ქ.ჩოლოყაშვილი 120
გვ.7-9
4.ინტერნეტი-www.wikipedia.org


                                                           


                            

No comments: