Monday, June 11, 2018

"ცოდნის ზარდახშას " ჩართვა eTwining-ის საერთაშორისო პროექტში სახელწოდებით Blooming Schools Okullar

2018 წლის 18 მაისს მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ერთად ისტორიის წრე " ცოდნის ზარდახშამ" ერთობლივად აღნიშნა eTwining-ის საერთაშორისო პროექტში სახელწოდებით Blooming Schools Okullar 
Çiçek Açıyor- აყვავებული სკოლები -ალბანეთის და თურქი პედაგოგების მხარდაჭერით ჩართვა. ერთობლივად მომზადდა ლოგო-ბანერები და მისალმების ფორმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი კლასის და წრის წევრებს და მათ პედაგოგებს ეკა ბირჩაძეს და ეკა ფრიდონაშვილს. წარმატებებს გისურვებთ ჩემო კარგებო და დიდი იმედი მაქვს ამ პროექტით მყარი კონტაქტები დამყარდება ევროპელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან , ჩვენ ხომ მათთან ერთად დავიწყეთ ერთობლივად ეს საქმე. 
განსაკუთრებული მადლობა სკოლის ადმინისტრაციას და მშობლებს მხარდაჭერისათვის და გვერდში დგომისათვის.






















Friday, June 1, 2018

მერვე შეხვედრა 2018 წელი 31 მაისი

2018 წლის 31 მაისს შედგა "ცოდნის ზარდახშას" მორიგი შეხვედრა სადაც დავასრულეთ წიგნის "ბუზთა ბატონის" განხილვა . სანდრო რეხვიაშვილმა მცირე დაგვიანებით წარმოგვიდგინა წინა შეხვედრის დავალებები და დიდ მადლობას ვუხდით წრის წევრები. განვიხილეთ პირველი ივნისის- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიების დეტალები. ასევე წრის წევრებს მიეცათ შემდეგი დავალება შესასრულებლად თემაზე " ქართველების მონაწილეობა უცხოელების ომებში"

Monday, May 28, 2018

მეშვიდე შეხვედრა 2018 წლის 24 მაისი

მეშვიდე შეხვედრა 2018 24 მაისს "ცოდნისზარდახშამ" მორიგ შეხვედრაზე განიხილა დავალებები თემაზე: დამნაშავის დასჯის მეთოდები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში და ასევე ისაუბრა 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით და წრის წევრებმა წარმოადგინეს თავიაანთი ნამუშევრები დიდი მადლობა ბავშვებო