Monday, June 11, 2018

"ცოდნის ზარდახშას " ჩართვა eTwining-ის საერთაშორისო პროექტში სახელწოდებით Blooming Schools Okullar

2018 წლის 18 მაისს მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ერთად ისტორიის წრე " ცოდნის ზარდახშამ" ერთობლივად აღნიშნა eTwining-ის საერთაშორისო პროექტში სახელწოდებით Blooming Schools Okullar 
Çiçek Açıyor- აყვავებული სკოლები -ალბანეთის და თურქი პედაგოგების მხარდაჭერით ჩართვა. ერთობლივად მომზადდა ლოგო-ბანერები და მისალმების ფორმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი კლასის და წრის წევრებს და მათ პედაგოგებს ეკა ბირჩაძეს და ეკა ფრიდონაშვილს. წარმატებებს გისურვებთ ჩემო კარგებო და დიდი იმედი მაქვს ამ პროექტით მყარი კონტაქტები დამყარდება ევროპელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან , ჩვენ ხომ მათთან ერთად დავიწყეთ ერთობლივად ეს საქმე. 
განსაკუთრებული მადლობა სკოლის ადმინისტრაციას და მშობლებს მხარდაჭერისათვის და გვერდში დგომისათვის.






















1 comment:

მაია ვერძეული said...

ყოჩაღ ბავშვებო მადლობა