Tuesday, June 12, 2018

ცოდნის ზარდახშას " ჩართვა eTwining-ის საერთაშორისო პროექტში სახელწოდებით Blooming Schools Okullar----მისალმება

2018 წლის 18 მაისს  ისტორიის წრე " ცოდნის ზარდახშამ" მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ერთობლივად აღნიშნა eTwining-ის საერთაშორისო პროექტში სახელწოდებით Blooming Schools Okullar 
Çiçek Açıyor- აყვავებული სკოლები -ალბანეთის და თურქი პედაგოგების მხარდაჭერით ჩართვა. ერთობლივად მომზადდა ლოგო-ბანერების შექმნა და მისალმების ფორმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი კლასის და წრის წევრებს და მათ პედაგოგებს ეკა ბირჩაძეს და ეკა ფრიდონაშვილს. წარმატებებს გისურვებთ ჩემო კარგებო და დიდი იმედი მაქვს ამ პროექტით მყარი კონტაქტები დამყარდება ევროპელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად, ჩვენ ხომ მათთან ერთად დავიწყეთ ერთობლივად ეს საქმე. 
განსაკუტრებული მადლობა სკოლის ადმინისტრაციას და მშობლებს მხარდაჭერისათვის და გვერდში დგომისათვის.























5 comments:

პედაგოგის პორტფოლიო-ლონდა ლავრინენკო said...

მაია, დავათვალიერე ბლოგი. კარგად ჩანს გაწეული შრომა. უამრავ წარმატებას გისურვებ შენ და შენს მოსწავლეებს

ეკატერინე დორეული said...

მაკო, გილოცავ წარმატებულ პროექტს.თითოეული სურათი ნათლად გადმოსცემს იმ შრომას, დადებით ემოციებს და დამოკიდებულებას,რომელსაც იჩენ ამ პროექტის მიმართ.
გისურვებ წარმატებებს შენს მოსწავლეებთან ერთად.

Unknown said...

მაია მასწავლებელო დავათვალიერე თქვენი ბლოგი. დადებითი ემოციები დამიტოვა სურათებმა, სადაც ნათლად ჩანს ბავშვების ბედნიერი სახეები. ჩანს თქვენი შრომაც, რამაც დიდი გავლენა იქონია ბავშვებზე და მათ საქმისადმი დამოკიდებულებაზე. გისურვებთ წარმატებებს თქვენ და თქვენს მოსწავლეებს. საუკეთესო მასწავლებელი ხართ .

მაია ვერძეული said...

დიდი მადლობა კოლეგებო
თქვენი მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამომივიდოდა და არც გამომივა მომავალში

Unknown said...

მაია მასწავლებელო გილოცავ პროექტში მონაწილეობას. სურათებში კარგად ჩანს მასწავლებლების მიერ გაწეული შრომა, ბავშვების სიხარულითა და ბედნიერებით აღსავსე თვალები. წარმატებები თქვენ და თქვენს მოსწავლეებს.