Sunday, March 26, 2023

ისტორიის წრის "ცოდნის ზარდახშას" მეოთხე შეხვედრა 2018 წლის 15 მარტს

 მეოთხე შეხვედრა

2018 წლის 15 მარტს შედგა ისტორიის წრის რიგით მეოთხე შეხვედრა მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები თემაზე: ძაღლი და ადამიანის ისტორია, ასევე საპრეზენტაციო ფორმატში "ბალტოს ისტორია", "ბარის ისტორია", "ჩიკოს ისტორია' და განვიხილეთ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით გადაღებული ფილმები და ანიმაციური ფილმები.
განვიხილეთ წიგნი უილიამ გოლდინგის "ბუზთა ბატონი" დასამუშავებლად გადაეცათ წიგნის რვა თავი და იმუშავებენ მომავალი შეხვედრისთვის შემდეგ საკითხებზე: ადამიანი სოციალური არსებაა, ერთიანობის არსი და გასცემენ პასუხებს კითვებს, რომლებიც წინასწარ აქვთ გადაცემული:
1. რა ფაქტორები ახდენენ და განსაზღვრავენ ადამიანების ერთიანობას
2. ერთობლივი ქმედების დადებითი და უარყოფითი შედეგების ქარმოდგენა T სქემაში
3. ადამიანთა თანაარსებობის საჭიროებები
4. პარალელების გავლება " ბუზთა მეუფე" და "ძალა ერთობაშია" სულხან-საბა ორბელიანის იგავის მიხედვით
5.ჩამოთვლიან ერთ ჯგუფად გაერთიანების სარგებელს
6. უპასუხებენ არგუმენტით კითხვას: შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ცალკე რომელიმე ბიჭის გადარჩენა თუ სხვები დაიღუპებოდნენ
7. ჩამოაყალიბებენ უარყოფითი გავლენის დაძლევის გზებს



No comments: